Sunday, December 22, 2013

      მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ტრენერს ქალბატონ ქეთი ცერაძეს,ასეთი ნაყოფიერი და საინტერესო ტრენინგების ჩატარებისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ ინტელის ტრენინგის გავლით. შევიძინე საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება,რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პედაგოგიურ პრაქტიკაში და ვიმედოვნებ ჩემი გაკვეთილები უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იქნება მოსწავლეებისათვის.
       მიღებული ცოდნა დამეხმარება,რომ მოსწავლეებს გაუღმავდეთ ცოდნა საბუნებიმეტყველო საგნების მიმართ და ჩამოუყალიბდეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.

     ვუსურვებ ქალბატონ ქეთის უდიდეს წარმატებებს!!!

ტრენინგის მე-9 დღე

     გავიმეორეთ განვლილი მასალა.ტრენერმა ამომწურავად უპასუხა მონაწილეთა კითხვებზე.
     თითოეულმა მონაწილემ წარმოდგინა საკუთარი პროექტის პრეზენტაცია და ტრენერმა ქეთი ცერაძემ გადასცა სერტიფიკატები.
 მოვახდინეთ მოვახდინეთ ტრენინგ-კურსის შეჯამება

Saturday, December 21, 2013

ტრენინგის მე-8 დღე

    მიმოვიხილეთ საშინაო დავალება და გავიხსენეთ განვლილი მასალა.გავეცანით ფასილიტაციის მასალას და შევასრულეთ იგი პრაქტიკულად.
    დავხვეწეთ და სრულყოფილი სახე მივეცით პროექტს და ავტვირთეთ ბლოგზე. პრეზენტაციას დავამატეთ ჰიპერლინკები,რაც ძალიან უადვილებს პრეზენტატორაც და სხვა დაინტერებულ პირს,ადვილად მოძებნოს შესაბამისი მასალა. ბლოგი გავალამაზეთ საათით ,რაც ძალიან მომეწონა და დავწერეთ მერვე დღის რეფლექსია.

Sunday, December 15, 2013

ტრენინგის მე-7 დღე

      ტრენინგი საინტერესოდ დაიწყო.გავიმეორეთ განვლილი მასალა,ტრენერმა უპასუხა ჯგუფის წევრების შეკითხვებს და დაგვეხმარა  პრობლემური საკითხების გარკვევაში.
     პროექტზე მუშაობისას ვისაუბრეთ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთა პრობლემებზე და მოვახდინეთ პროექტის გეგმის სრულყოფა.
  ვიმუშავეთ ბლოგზე. შევქმენით picasa -ას ფოტოალბომი და პრაქტიკულად განვახორციელეთ ნასწავლი.
   გავაკეთეთ მეშვიდე დღის რეფლექსია. 

Saturday, December 14, 2013

ტრენინგის მე-6 დღე

    ტრენინგი დავიწყეთ მასალის გამეორებით.
გავეცანით მე- 5 მოდულს: შეფასების განსაზღვრა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის.
შემდეგ გადავედით რესურსებში და ვიპოვეთ შეფასებები, სადაც უამრავი შეფასების რუბრიკა იყო წარმოდგენილი, ავარჩიეთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი რუბრიკები:
1.
ბროშურის შეფასების რუბრიკა
2.
ბლოგის რუბრიკა
3.
გამოკითხვის წარმოების რუბრიკა
4.
ერთობლივი მუშაობის დაკვირვების ფურცელი
5.
თანამშრომლობის შეფასება
6.
თანატოლთა შეფასების რუბრიკა
7.
მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება
8.
პროექტის შეფასების რუბრიკა
9.
პროექტის მართვის უნარების თვითშეფასება
10.
პროექტის შეფასების გზამკვლევი
გავეცანით SmartArt - და შევარჩიე სასურველი ასოციაციის კავშირის რუკები,რომლებსაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში.
ვიმუშავეთ ბლოგში გვერდების შექმნაზე და დავწერეთ რეფლექსია.

  დღევანდელმა ტრენინგმა,როგორც ყოველთვის ნაყოფიერად ჩაიარა. 

Sunday, December 8, 2013

ტრენინგის მე-5 დღე

   გავიმეორეთ განვლილი მასალა, ვიმუშავეთ საგნობრივ სტანდარტებზე და პროექტის გეგმაში შევიტანეთ სტანდარტის შესაბამისი პუნქტი. გავეცანით პროექტში გამოყენებული ლიტერატურის და ინტერნეტ გვერდების შაბლონებს. გავაკეთე კომენტარები კოლეგების ბლოგებზე. ძალიან მომეწონა ბლოგის ინსტრუმენტებზე მუშაობა. შევისწავლეთ, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ლინკები, სათაურის შეცვლა ,გაჯეტების დამატება. გაჯეტად დავამატე ფოტო და ჩავსვი  გამოკითხვა. შევქმენი მოსწავლის ბლოგი.
   ძალაინ ბევრი და საინტერესო ინფორმაციის მიღება შეიძლება ყოველი ტრენინგიდან. ჩვენი ტრენერი- ქალბატონი ქეთი ცერაძე ენერგიულად და საინტერესოდ გვიხსნის თითოეულ საკითხს. 

Saturday, December 7, 2013

ტრენინგის მე-4 დღე

გავიმეორეთ ნასწავლი მასალა, დავასრულეთ ბუკლეტი და გავაფორმეთ ფოტოებით. ვიმუშავეთ პროექტის გეგმის სრულყოფაზე და ბოლოს მოვამზადეთ პრეზენტაცია Power Pointh-ში , რომელიც გადაგვაქვს ბლოგში.

Sunday, December 1, 2013

ტრენინგის მე-3 დღე


  1. გავიმეორეთ ნასწავლი მასალა.
  2. დავისახეთ პროექტის მიზნები,რომლებიც დამეხმარება პროექტის წარმართვაში.
  3. გავეცანი მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხევბს,რაც ძალიან დამეხმარა პროექტის გეგმის შედგენაში.
  4. ვიმუშავეთ პტოექტის გეგმაზე და დავწერე პროექტი.
  5. ვიმუშავეთ პროექტის შეფასების გეგმებზე და შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა.
  6. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო დღევანდელი ტრენინგი. ჩემთვის საინტერესო იყო პროექტის შეფასების გეგმები,რომლებიც დამეხმარება ობიექტურად შევაფასო მოსწავლეების მიერ ჩატარებული სამუშაოები.

Saturday, November 30, 2013

ტრენინგის მე-2 დღე

1.     გავიხსენეთ წინა დღეს განვლილი მასალა.
2.     მიმოვიხილეთ საშინაო დავალებები: ყველა მონაწილემ  ისაუბრა საკუთარი პროექტის იდეებზე; ვისაუბრეთ თითოეული პროექტის პრობლემურ საკითხებზე და დაიგეგმა მომავალი პროექტები.
3.     გავეცანით ბუკლეტის ნიმუშებს,რაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი რგოლია პროექტის მიმდინარეობისას.
4.     ვიმუშავეთ ტექსტურ რედაქტორში. გავეცანი ძალიან ბევრ, ჩემთვის საინტერესო word-ის ფუნქციებს. ვიმუშავეთ ბუკლეტის დიზაინზე და გაფორმებაზე, ვისწავლე მასში სურათების ჩასმა და მისი დიზაინის მართვა.
5.     ყოველივე ამის შემდეგ ვიმუშვეთ სარეკლამო ბუკლეტების დამზადებაზე; მის დიზაინზე და გაფორმებაზე.
მივიღე საშინაო დავალება: უნდა დავამზადო ბუკლეტი საკუთარი პროექტის შესახებ.

      ინტელის ტრენინგის ყოველი დღე ჩემთვის არის ძალიან ნაყოფიერი და ბევრის მომცემი. თითოეულ ტრენინგზე ვეცნობი ჩემთვის საინტერესო ინფორმაციებს; შემიძლია ტექნიკურად ვიმუშაო ნებისმიერი შინაარსის და დიზაინის ბუკლეტზე. მიღებული ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება პროექტის მიმდინარეობისას, ბუკლეტების შედგენას ვასწავლი საკუთარ მოსწავლეებს,რომ პროექტის მსვლელობისას შეძლონ მათ საკუთარი ფანტაზიით და გემოვნებით შექმნან ნებისმიერი შინაარსის ბუკლეტები და ამით  უკეთ  განახორციელონ მიმდინარე პროექტი და გადაჭრან პრობლემები მის ირგვლივ.

Sunday, November 24, 2013

ტრენინგის 1-ლი დღე

        ტრენინგზე გაცნობის შემდეგ ვნახეთ ინტელის მიერ შექმნილი  ფილმი " ხიდი მომავლისკენ",რომელიც ძალიან მომეწონა.
        დავათვლიერეთ იტელის სასწავლო კურსის გზამკვლევი, გავეცანით 21- საუკუნის უნარ-ჩვევებს. ტრენინგზე დეტალურად განვიხილეთ კურსის თითოეული მოდული. გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს და შევქმენი საქაღალდეები, გავეცანი თითოეული საქაღალდის დანიშნულებას. განვიხილეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი და სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი.
   შევქმენი საკუთარი ბლოგი,სადაც განვათავსებ ჩემს მიერ განხორციელებულ პროექტებს.
  ტრენინგის პირველი მოდული იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი, ძალიან მომეწონა სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი და სასწავლო პროექტების შეფასების სქემები.