Sunday, December 22, 2013

      მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ტრენერს ქალბატონ ქეთი ცერაძეს,ასეთი ნაყოფიერი და საინტერესო ტრენინგების ჩატარებისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ ინტელის ტრენინგის გავლით. შევიძინე საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება,რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პედაგოგიურ პრაქტიკაში და ვიმედოვნებ ჩემი გაკვეთილები უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იქნება მოსწავლეებისათვის.
       მიღებული ცოდნა დამეხმარება,რომ მოსწავლეებს გაუღმავდეთ ცოდნა საბუნებიმეტყველო საგნების მიმართ და ჩამოუყალიბდეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.

     ვუსურვებ ქალბატონ ქეთის უდიდეს წარმატებებს!!!

ტრენინგის მე-9 დღე

     გავიმეორეთ განვლილი მასალა.ტრენერმა ამომწურავად უპასუხა მონაწილეთა კითხვებზე.
     თითოეულმა მონაწილემ წარმოდგინა საკუთარი პროექტის პრეზენტაცია და ტრენერმა ქეთი ცერაძემ გადასცა სერტიფიკატები.
 მოვახდინეთ მოვახდინეთ ტრენინგ-კურსის შეჯამება

Saturday, December 21, 2013

ტრენინგის მე-8 დღე

    მიმოვიხილეთ საშინაო დავალება და გავიხსენეთ განვლილი მასალა.გავეცანით ფასილიტაციის მასალას და შევასრულეთ იგი პრაქტიკულად.
    დავხვეწეთ და სრულყოფილი სახე მივეცით პროექტს და ავტვირთეთ ბლოგზე. პრეზენტაციას დავამატეთ ჰიპერლინკები,რაც ძალიან უადვილებს პრეზენტატორაც და სხვა დაინტერებულ პირს,ადვილად მოძებნოს შესაბამისი მასალა. ბლოგი გავალამაზეთ საათით ,რაც ძალიან მომეწონა და დავწერეთ მერვე დღის რეფლექსია.

Sunday, December 15, 2013

ტრენინგის მე-7 დღე

      ტრენინგი საინტერესოდ დაიწყო.გავიმეორეთ განვლილი მასალა,ტრენერმა უპასუხა ჯგუფის წევრების შეკითხვებს და დაგვეხმარა  პრობლემური საკითხების გარკვევაში.
     პროექტზე მუშაობისას ვისაუბრეთ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთა პრობლემებზე და მოვახდინეთ პროექტის გეგმის სრულყოფა.
  ვიმუშავეთ ბლოგზე. შევქმენით picasa -ას ფოტოალბომი და პრაქტიკულად განვახორციელეთ ნასწავლი.
   გავაკეთეთ მეშვიდე დღის რეფლექსია. 

Saturday, December 14, 2013

ტრენინგის მე-6 დღე

    ტრენინგი დავიწყეთ მასალის გამეორებით.
გავეცანით მე- 5 მოდულს: შეფასების განსაზღვრა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის.
შემდეგ გადავედით რესურსებში და ვიპოვეთ შეფასებები, სადაც უამრავი შეფასების რუბრიკა იყო წარმოდგენილი, ავარჩიეთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი რუბრიკები:
1.
ბროშურის შეფასების რუბრიკა
2.
ბლოგის რუბრიკა
3.
გამოკითხვის წარმოების რუბრიკა
4.
ერთობლივი მუშაობის დაკვირვების ფურცელი
5.
თანამშრომლობის შეფასება
6.
თანატოლთა შეფასების რუბრიკა
7.
მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება
8.
პროექტის შეფასების რუბრიკა
9.
პროექტის მართვის უნარების თვითშეფასება
10.
პროექტის შეფასების გზამკვლევი
გავეცანით SmartArt - და შევარჩიე სასურველი ასოციაციის კავშირის რუკები,რომლებსაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში.
ვიმუშავეთ ბლოგში გვერდების შექმნაზე და დავწერეთ რეფლექსია.

  დღევანდელმა ტრენინგმა,როგორც ყოველთვის ნაყოფიერად ჩაიარა. 

Sunday, December 8, 2013

ტრენინგის მე-5 დღე

   გავიმეორეთ განვლილი მასალა, ვიმუშავეთ საგნობრივ სტანდარტებზე და პროექტის გეგმაში შევიტანეთ სტანდარტის შესაბამისი პუნქტი. გავეცანით პროექტში გამოყენებული ლიტერატურის და ინტერნეტ გვერდების შაბლონებს. გავაკეთე კომენტარები კოლეგების ბლოგებზე. ძალიან მომეწონა ბლოგის ინსტრუმენტებზე მუშაობა. შევისწავლეთ, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ლინკები, სათაურის შეცვლა ,გაჯეტების დამატება. გაჯეტად დავამატე ფოტო და ჩავსვი  გამოკითხვა. შევქმენი მოსწავლის ბლოგი.
   ძალაინ ბევრი და საინტერესო ინფორმაციის მიღება შეიძლება ყოველი ტრენინგიდან. ჩვენი ტრენერი- ქალბატონი ქეთი ცერაძე ენერგიულად და საინტერესოდ გვიხსნის თითოეულ საკითხს. 

Saturday, December 7, 2013

ტრენინგის მე-4 დღე

გავიმეორეთ ნასწავლი მასალა, დავასრულეთ ბუკლეტი და გავაფორმეთ ფოტოებით. ვიმუშავეთ პროექტის გეგმის სრულყოფაზე და ბოლოს მოვამზადეთ პრეზენტაცია Power Pointh-ში , რომელიც გადაგვაქვს ბლოგში.