1.
გავიხსენეთ
წინა დღეს განვლილი მასალა.
2.
მიმოვიხილეთ
საშინაო დავალებები: ყველა მონაწილემ ისაუბრა
საკუთარი პროექტის იდეებზე; ვისაუბრეთ თითოეული პროექტის პრობლემურ საკითხებზე და დაიგეგმა
მომავალი პროექტები.
3.
გავეცანით
ბუკლეტის ნიმუშებს,რაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი რგოლია პროექტის მიმდინარეობისას.
4.
ვიმუშავეთ
ტექსტურ რედაქტორში. გავეცანი ძალიან ბევრ, ჩემთვის საინტერესო word-ის ფუნქციებს. ვიმუშავეთ ბუკლეტის დიზაინზე და გაფორმებაზე,
ვისწავლე მასში სურათების ჩასმა და მისი დიზაინის მართვა.
5.
ყოველივე
ამის შემდეგ ვიმუშვეთ სარეკლამო ბუკლეტების დამზადებაზე; მის დიზაინზე და გაფორმებაზე.
მივიღე
საშინაო დავალება: უნდა დავამზადო ბუკლეტი საკუთარი პროექტის შესახებ.
ინტელის ტრენინგის ყოველი დღე ჩემთვის არის
ძალიან ნაყოფიერი და ბევრის მომცემი. თითოეულ ტრენინგზე ვეცნობი ჩემთვის საინტერესო
ინფორმაციებს; შემიძლია ტექნიკურად ვიმუშაო ნებისმიერი შინაარსის და დიზაინის ბუკლეტზე.
მიღებული ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება პროექტის მიმდინარეობისას, ბუკლეტების შედგენას
ვასწავლი საკუთარ მოსწავლეებს,რომ პროექტის მსვლელობისას შეძლონ მათ საკუთარი ფანტაზიით
და გემოვნებით შექმნან ნებისმიერი შინაარსის ბუკლეტები და ამით უკეთ განახორციელონ
მიმდინარე პროექტი და გადაჭრან პრობლემები მის ირგვლივ.